მარანი

“მართალი ღვინის” მარანი, გურჯაანის რაიონში, სოფელ შაშიანში მდებარეობს.

ჩვენი ღვინო წინაპართა დანატოვარი ქართული ღვინის წარმოების 8 000 წლოვანი ტრადიციის მიხედვით, ქვევრში მზადდება. დადუღება-დავარგების პროცესი ქვევრში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, რის შემდეგაც ხდება ღვინის სტაბილიზაცია და ბოთლებში ჩამოსხმა.

ჩვენი მარანი ნიკოლოზ ბიწკინაშვილმა 1898 წელს ააშენა. 2017-2019 წლებში ძველ მარანს ახალი ქვევრები დაემატა და გაფართოვდა, მოეწყო მიწისქვეშა საცავი და სადეგუსტაციო სივრცე.