ჩვენი ღვინო, წინაპართა დანატოვარი ქართული ღვინის წარმოების მდიდარი ტრადიციების მიხედვით, ქვევრში მზადდება. ვენახები ბიოწარმოების პრინციპების სრული დაცვით, შპს „კავკასსერტის“ ზედამხედველობის ქვეშ მუშავდება და ბიოპროდუქტზე გარდამავალ ეტაპზე იმყოფება.
შპს “მართალი ღვინო” საქართველოში პირველი იყო, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2019 წელს ოფიციალურად მიენიჭა “ბიოწარმოებაზე გარდამავალი პროდუქტის” ხარისხის ნიშანი.